ფეხბურთი

11:26 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: „კეპასთან ინციდენტმა გუნდზე დადებითად იმოქმედა“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის ლიგის თასის ფინალში, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, მეკარე კეპა არისაბალაგასთან მომხდარმა შემთხვევამ, გუნდზე დადებითად იმოქმედა.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, მატჩის ბოლო წუთებზე, ბასკმა მეკარემ მინდვრიდან გასვლაზე უარი თქვა, რითიც მწვრთნელი დიდად განარისხა.

„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი ძალიან მნიშვნელვანი იყო. მანამდე, ორი კვირით ადრე, 0:6 წავაგეთ მათთან, ხოლო იმ საღამოს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ. ამიტომ. საკუთარი ძალებისაც მეტად ვირწმუნეთ.

კეპასთან მომხდარმა ინციდენტმაც დადებითად იმოქმედა გუნდზე. ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. თანაც, მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით.“ - უთხრა სარიმ Daily Mail-ს.

0.146594