ფეხბურთი

9:55 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი:“რომას“ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური ბრობლემები აქვთ“

„რომას“ ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამჟამად, მისი ფეხბურთელების მთავრი პრობლემა ფსიქოლოგიაშია.

„ქომაგებს სურთ დაინახონ, რომ ფეხბურთლები საკლუბო მაისურას პატივს სცემენ. მე ვთხოვ მათ ყველაფერი ჩადონ თამაშში. უპირველესი, რაზედაც უნდა ვიმუშაოთ, ფსიქოლოგიაა. იმიტომ, რომ ზედიზედ ორი მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, მოთამაშეები დათრგუნულები არიან.

გულშემატკივარი მომთხოვნია. ამიტომაც ისინი უკმაყოფილონი არიან შედეგებით. მაგრამ თუ ისინი დაინახავენ, რომ გუნდი იბრძვის და თავს არ ზოგავს, გული მოუბრუნდებათ. მინდა ვუთხრა მათ, რომ ახლა განსაკუთრებული სიტუაციაა. ჩვენ შეგვიძლლია ჩემპიონთა ლიგის ზონაში დავბრუნდეთ. ამიტომ, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.“ - უთხრა რანიერიმ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ „რომას“ ხელმძღვანელობამ, 7 მარტს, გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, თანამდებობიდან დაითხოვა.

რანიერი „რომაში“ 2009-2011 წლებშიც მუშაობდა. მისი ბოლო კლუბი კი ინგლისური „ფულემი“ გახლდათ.

0.11939