უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ყველაზე მეტი ფეხბურთელი მერვედფინალური მატჩებიდან "ნაპოლის" და "ჩელსის" ჰყავს.
სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: კევინ ტრაპი ("აინტრახტი")
მცველები: დავიდე ძაპაკოსტა, დავიდ ლუიზი (ორივე "ჩელსი"), კალიდუ კულიბალი, მარიო რუი (ორივე "ნაპოლი")
ნახევარმცველები: პედრო როდრიგესი ("ჩელსი"), მანუ მორლანესი ("ვილიარეალი"), ფაბიან რუისი ("ნაპოლი"), ჰატემ ბენ არფა ("რენი")
თავდამსხმელები: როდრიგო ("ვალენსია"), ხერარდ მორენო ("ვილიარეალი")