ჭიდაობა

20:05 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

4 ქართველი ნახევარფინალშია!

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში სტარტი აიღო ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში. დღეს, ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების 5 წარმომადგენელი გავიდა, რომელთაგან ოთხმა ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

57 კგ-მდე წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა სლოვაკ მარტინ გატიალსა (11:0) და სომეხ ვაგინაკ მატევოსიანს (3:1) სძლია, ნახევარფინალში კი რუსი ამირხან გუვაჟოკოვს გაეჯიბრება.
ედემი ბოლქვაძემ (65 კგ.) რუმინელ სტეფან იონუც კომანსა (11:0) და უნგრელ რომან აშარინს (13:0) ჯამში 24 უპასუხო ქულა აართვა და ფინალის საგზურისთვის მაკედონიელ ფატი ვეისელის შეერკინება.
ასევე ორ მოწინააღმდეგეს მოუგო ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ.). ქართველმა ფალავანმა პოლონელი კშიშტოფ გჟეგოჟ სადოვიკი 8:2 დაამარცხა, აზერბაიჯანელ რაშად იუსიფლის კი 9:7 მოუგო. ნახევარფინალში ჩვენებურის პირისპირ რუსი რადიკ ვალიევი დადგება.
ნახევარფინალში გასასვლელად 1 გამარჯვება ეყო გივი მაჭარაშვილს (97 კგ.). ქართველმა მოჭიდავემ აზერბაიჯანელი ალიმაგომედ ალიხმაევი 11:0 გაანადგურა და ფინალში გასასვლელად თურქ იბრაჰიმ ჩიფჩის დაუპირისპირდება.
ერთადერთი ქართველი ფალავანი, რომელმაც ასპარეზობა ადრეულად დაასრულა, ივერიკო ჯულაყიძეა (70 კგ.). ის პირველ რაუნდში გევორგ მხეიანს 6:0-ს უგებდა, თუმცა, შემდეგ 7 უპასუხო ქულა გაუშვა. მომდევნო წრეში სომეხი ფალავანიც დამარცხდა და ჯულაყიძე ევროპირველობას გამოეთიშა.
ნახევარფინალური ორთაბრძოლები სტარტს თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.
პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი

0.135046