კალათბურთი

12:15 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგის ბიგ თენის კონფერენციაში “ინდიანასთან” 74:92 წააგო, ქართველი კალათბურთელი კი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბეჟანიშვილმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და 15 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ილინოისელებს 7 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 10 მარტს “პენ სთეითთან” ჩაატარებენ.

0.115353