34 წლის „გოლდენ სტეიტის“ ყოფილი ცენტრი ენდრიუ ბოგუტი ოკლენდში დაბრუნდა. ენდრიუმ „მეომრებთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, სახვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ბოგუტის დაბრუნებას სტეფ კარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისის დაბრუნება ძალიან კარგია.
„მისი დაბრუნება ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავია. ის ჩვენთან ერთად დიდხანს თამაშობდა. მან იცის გუნდის სისტემა“- განაცხადა კარიმ.
ბოგუტი „გოლდენ სტეიტში“ 2012-16 წლებში ასპარეზობდა, სადაც 2015 წელს გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. ავსტრალიელი ცენტრი ბოლო „სიდნეი კინგზში“ თამაშობდა.