ინდიან უელსის მასტერსის 1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 97-ე ნომერს ინდოელ პრანეშ განესვარანს შეხვდება.
განესვარანმა 1/64-ფინალში ფრანგი ბენუა პერი 7:6, 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილი და პრანეში კარიერაში პირველად ერთმანეთს შეხვდებიან. მატჩი 9 მარტს თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.
განესვარანს კარიერაში სამი ჩელენჯერის ტურნირის აქვს მოგებული და რეიტინგში 97-ე ნომერი საუკეთესო შედეგია.
ინდიან უელსის მასტერსის საპრიზო ფონდი 8.3 მილიონი ამერიკული დოლარია.