„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა მზადაა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუგრძელოს - გვამცნობს Le Parisien. ამ ჟესტით კლუბის მფლობელები გერმანელ სპეციალისტს მხარდაჭერას უცხადებენ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ.
პსჟ-ს „მანჩესტერთან“ ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი სტუმრად 2:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ შინ 1:3 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.