ფეხბურთი

1:56 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ჩინური „შანდონგის“ ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. როგორც საკუთარი ტვიტერის გვერდზე 31 წლის ფეხბურთელმა დაწერა, ბელგიის ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს.

„ბელგიის ნაკრებში 12 წელი ვთამაშობდი და გადავწყვიტე სანაკრებო დონეზე კარიერის დასრულება. ეს არ იყო ადგილი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იქნება თუ გზას მომავალ თაობას დავუთმობ, რომლებიც გააგრძელებენ ამ წარმატებულ პერიოდს“, - დაწერა მარუანმა.

ფელაინი ბელგიის ნაკრების ღირსებას 2007 წლიდან იცავდა და 87 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა.

0.115132