იტალიური „რომა“ უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი იტყობინება, ეუსებიო დი ფრანჩესკო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაკავებული პოსტიდან გათავისუფლებულია.
„კლუბი მადლობას უხდის ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს“, - ნათქვამია, კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
დი ფრანჩესკო „რომას“ 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. თუმცა, რომაული გუნდი მიმდინარე სეზონში არასტაბილურად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში „პორტუსთან“ მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
იტალიური მედიის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ დი ფრანჩესკოს კლაუდიო რანიერი შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ „ფულჰემიდან“ დაითხოვეს.