ჭადრაკი

20:56 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა პირველი გამარჯვება

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის მე-3 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა აშშ 3.5:0.5 დაამარცხეს. პარტიები მოიგეს ბელა ხოტენაშვილმა (2474), ლელა ჯავახიშვილმა (2454) და სალომე მელიამ (2385), ნინო ბაციაშვილმა (2454) კი ფრედ ითამაშა.
საქართველოს ნაკრებმა 3 ქულა მოაგროვა და სწორედ ამერიკელებთან ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრა კი 8 მარტს 5 ქულით მე-3 პოზიციაზე მყოფ უკრაინასთან ელის.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. 5-14 მარტი. ასტანა (ყაზახეთი)
ქალები
მესამე ტური
აშშ – საქართველო 0.5:3.5
ტატევ აბრაჰამიანი (2377) – ბელა ხოტენაშვილი (2474) 0:1
ლელა ჯავახიშვილი (2455) – კატერინა ნემცოვა (2315) 1:0
კარისა იიპი (2279) – ნინო ბაციაშვილი (2454) 0.5:0.5
სალომე მელია (2385) – როჩელ ვუ (2120) 1:0

რუსეთი – ეგვიპტე 4:0
ინდოეთი – სომხეთი 2.5:1.5
ჩინეთი – ყაზახეთი 2.5.1.5
უკრაინა – უნგრეთი 3:1

სატურნირო მდგომარეობა
6 – რუსეთი, ჩინეთი; 5 – უკრაინა; 4 – ინდოეთი; 3 – საქართველო, აშშ; 2 – სომხეთი; 1 – ყაზახეთი; 0 – უნგრეთი, ეგვიპტე;

მეოთხე ტური
ეგვიპტე – უნგრეთი
საქართველო – უკრაინა
ყაზახეთი – აშშ
სომხეთი – ჩინეთი
რუსეთი – ინდოეთი

ვაჟები
მესამე ტური
ირანი – შვედეთი 3.5:0.5
ეგვიპტე – ინდოეთი 0.5:3.5
ჩინეთი – რუსეთი 1.5:2.5
ინგლისი – აშშ 2:2
ყაზახეთი – აზერბაიჯანი 2:2

სატურნირო მდგომარეობა
6 – რუსეთი; 5 – ინდოეთი, აშშ, ინგლისი; 3 – ირანი, ყაზახეთი; 2 – ჩინეთი; 1 – აზერბაიჯანი; 0 – ეგვიპტე, შვედეთი;

მეოთხე ტური
შვედეთი – აზერბაიჯანი
აშშ – ყაზახეთი
რუსეთი – ინგლისი
ინდოეთი – ჩინეთი
ირანი – ეგვიპტე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117486