26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ მონაწილეობა მიიღო ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.
ცივაძე შეჯიბრში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, სადაც მე-5 ნომრად იყო განთესილი. გიორგიმ გერმანელი კაი ლემსტრა 2:6, 6:4, 10:3 დაამარცხა, შემდეგ კი მე-7 რეიტინგის მქონე გერმანელსავე ნიკლას შელს 6:0, 5:1-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
ძირითად ბადეში გასულმა ცივაძემ “უაილდ ქარდის” მქონე იპონელ კენ ონიშის 6:3, 2:6, 6:3 სძლია, მერვედფინალში კი მე-2 ნომრად განთესილ ეგვიპტელ იუსეფ ჰოსამს დაუპირისპირდა და 4:6, 3:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში ცივაძე და ებრაელი იგორ სმილანსკი ჩეხ პეტრ ჰაიეკსა და პოლონელ დანიელ მიხალსკის გაეჯიბრნენ და 5:7, 3:6 დამარცხდნენ.