„რომას“ მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, დიდი ალბათობით, უეფასგან დაისჯება. ჟესტისთვის, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „პორტუსთან“ წაგების შემდეგ (1:3) გამოხატა.
Football Italia-ს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რომელიც უეფას წესებით, სავალდებულოა. სავარაუდოდ, დი ფრანჩესკოს გვარიანი ჯარიმა ელის, რადგან ასეთ ღონისძიებაზე გამოუცხადებლობა, ჟურნალისტების და მონაწილე გუნდების შეურაცხყოფას ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი რომაელებმა მოიგეს 2:1, საპასუხოში კი დამატებითი დრო გახდა საჭირო, რომელშიც „პორტუმ“ 3:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.