საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის 2 ტურის თავზე მოგების გარეშეა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკეები გუშინ ინდოეთს დაუზავდნენ, დღეს კი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ჩინეთთან 1.5:2.5 წააგეს.
გადამწყვეტი ბელა ხოტენაშვილის მარცხი გამოდგა ჟონგი ტანთან, არადა, პირველ დაფაზე თეთრი ფიგუერებით ქართველი თამაშობდა. ფრედ დაასრულეს პარტიები მერი არაბიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა.
საქართველოს ნაკრები 1 ქულით ათ მონაწილეს შორის მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს, ლიდერები კი რუსეთი და ჩინეთი არიან 4-4 ქულით. 7 მარტს, მე-3 ტურში ქართველი მოჭადრაკეების მეტოქე აშშ იქნება.
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. 5-14 მარტი. ასტანა (ყაზახეთი)
მეორე ტური
ქალები
საქართველო – ჩინეთი 1.5:2.5
ბელა ხოტენაშვილი (2474) – ჟონგი ტანი (2513) 0:1
იან შენი (2453) – მერი არაბიძე (2392) 0.5:0.5
ლელა ჯავახიშვილი (2455) – ქიან ჰუანგი (2441) 0.5:0.5
ტინჯიე ლეი (2477) – ნინო ბაციაშვილი (2454) 0.5:0.5
ეგვიპტე – უკრაინა 0:4
უნგრეთი – აშშ 1:3
ყაზახეთი – ინდოეთი 2:2
სომხეთი – რუსეთი 0.5:3.5
ვაჟები
შვედეთი – ყაზახეთი 1:3
აზერბაიჯანი – ინგლისი 1.5:2.5
აშშ – ჩინეთი 2.5:1.5
რუსეთი – ეგვიპტე 3:1
ინდოეთი – ირანი 2:2