ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ საპასუხო მერვედფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა.
„ეს ფანტასტიკაა. საქმე გაკეთებულია, ჩვენ მეოთხედფინალში ვართ. „ტოტენჰემმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და დამსახურებულად გავიდა შემდგომ ეტაპზე.
+
პირველ ტაიმში ერთგვარი სიძნელეები შეგვექმნა, მაგრამ გავუძელით. საკმარისზე მეტი სახიფათო მომენტი შევაქმნევინეთ მეტოქეს საკუთარ კართან, მაგრამ ლორისი შესანიშნავი იყო.
ანალიზის დრო შემდეგ დადგება. ახლა კი, უბრალოდ, მეოთხედფინალში გასვლით უნდა გავიხაროთ. ჩვენ ფანტასტიკურ შედეგს მივაღწიეთ. ახლა თავისუფლად და მამაცურად უნდა ვითამაშოთ. აწი, ოცნებაც შეიძლება.“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.