„ატლანტა ჰოუქსის“ უკანახაზელმა ვინს კარტერმა“ „მაიამი ჰიტთან (113:114) შეხვედრაში 21 ქულა ჩააგდო და ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მეოცე ადგილზე გადავიდა. კარტერმა ლეგენდარულ მოთამაშეს რეჯი მილერს გადაასწრო. ვინს ჯამში 25 282 ქულა აქვს, ხოლო მილერს - 25 279.
კარტერმა „მაიამისთან“ მატჩში 21 ქულა მხოლოდ სამქულიანებით მოაგროვმა. 42 წლის კალათბურთელმა 11-დან შვიდი სამქულიანი ჩააგდო და ნბა-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, ვინც მსგავსი რამ მოახერხა. აქამდე რეკორდი 40 წლის მანუ ჯინობილის ეკუთვნოდა, რომელმაც ექვსი სამქულიანი ჩააგდო.