ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში „ფილადელფიას“ ლიდერი ბენ სიმონსი და დასავლეთში „იუტას“ კალათბურთელი დონოვან მიტჩელი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სიმონსი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.7 ქულას, 13.3 მოხსნას და 8 პასს აგროვებდა. მიტჩელი კი ერთ მატჩში საშუალოდ 34 ქულას და 5 გადაცემას აგროვებდა.