სხვა

22:50 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მუჯარიძის მე-16 ადგილი ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე

დასრულდა ევროპის ზამთრის ჩემპიონატი მძლეოსნობაში. შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გამართულ შეჯიბრში ევროპის 49 ქვეყნის 637 სპორტსმენი (330 კაცი, 307 ქალი) იღებდა მონაწილეობას. საქართველოს სახელით გამოსულმა ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ მე-16 ადგილი დაიკავა შედეგით 19.46 მ.
მოპოვებული მედლების მიხედვით, პირველი ადგილზე პოლონეთის ნაკრები გუნდი გავიდა.

წარმოგიდგენთ ჩემპიონატის რამდენიმე დასამახსოვრებელ მომენტს.

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა (წარმოშობით შოტლანდიიდან) გრძელ მანძილებზე მორბენალმა ლაურა მუირმა 2 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო 1500 მ. და 3000 მ. რბენაში. ეს შედეგი ისტორიულად ითვლება, რადგან ლაურა პირველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზედიზედ ორ ზამთრის ჩემპიონატში 2 ოქროს მედალი მოიგო, ერთსა და იმვე სახეობებში. გარდა ამისა, მორბენალმა ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა 3000 მ. რბენაში შედეგით 8.30,61 წთ.

ზედიზედ მესამე ევროპის ზამთრის ჩემპიონატია, რომელშიც პირველ ადგილზე სერბი სიგრძეზე მხტომელი ივანა სპანოვიჩი გავიდა (პრაღა 2015, ბელგრადი 2017 და გლაზგო 2019) შედეგით 6.99 მ.

დასამახსოვრებელი და მოულოდნელი იყო კვიპროსელი მორბენლის ტრაიკოვიჩ მილანის შედეგი 60 მ/თ-ში, რომელმაც თავისი ქვეყნის ისტორიაში პირველი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე.

ოქროს მედალოსანი გახდა 21 წლის აზერბაიჯანელი სამმხტომელი ნაზიმ ბაბაევიც, შედეგით 17.29 მ.

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.117979