ჭიდაობა

18:58 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

5 ქართველი ფალავანი ევროპირველობის ნახევარფინალშია!

სერბულ ნოვი სადში სტარტი აიღო 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატმა. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ხუთივე წევრი ნახევარფინალში იჭიდავებს.

ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) - რუს ვიქტორ ვენედიქტოვს, ლევან ქავჟარაძე (63 კგ.) უნგრელ - ერიკ ტორბას, ბექა მამუკაშვილი (77 კგ.) - რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ ისლამ ოპიევს, გურამ ხეცურიანი (92 კგ.) - ლიტველ მარტინას ნემსევიჩუსს, ხოლო ზვიად პატარიძე (130 კგ.) - ესტონელ არტურ ვიტიტინს შეხვდება.

ნახევარფინალები თბილისის დროით 21:00 საათიდან.

LIVE

0.116143