ჭიდაობა

14:30 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეიდან, ნოვი სადში...

დღეს, სერბეთის ქალაქი ნოვი სადში სტარტს აიღებს 23-წლამდელთა ევროპირველობა. პირველ დღეს ფინალისტები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდებიან.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) გავლენ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები - 21:00 საათზე. ამ ხუთ წონაში საპრიზო სამეულები, ხვალ, 5 მარტს შეივსება.

პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი

0.113625