საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ და ეროვნულმა ოსტატმა ნოდარ ლორთქიფანიძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ საკვირაო ტურნირში პირველობა გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი რანგით უფროსმა სანიკიძემ დაისაკუთრა.
გამარჯვებულებმა 11-დან 9.5 ქულა დააგროვეს და ნახევარი ქულით გაასწრეს მესამე ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ნინო ხომერიკმა აჩვენა, 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში - ვახტანგ ქარელიძემ, ხოლო 1500-მდე - გიორგი პაპიაშვილმა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 400 ლარს შეადგენდა.