დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ნიკა მე-18 ნომერია.
დუბაის ტურნირის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა სამი პოზიციით წინ წაიწია და რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.
- ნოვაკ ჯოკოვიჩი - 10 955
- რაფაელ ნადალი - 8365
- ალექსანდრ ზვერევი - 6595
- როჯერ ფედერერი - 4600
- ხუან მარტინ დელ პოტრო - 4585
- კევინ ანდერსონი - 4295
- კეი ნიშიკორი - 4190
- დომინიკ ტიმი - 3800
- ჯონ იზნერი - 3405
- სტეფანოს ციციპასი - 3175
... 18. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1865