2 მარტს, ბათუმში სტარტი აიღო შავი ზღვის საერთაშორისო თასის გათამაშებამ თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.
ტურნირში მონაწილეობას 6 ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, საბერძნეთის და გერმანიის 250-ამდე ფალავანი იღებს. შეჯიბრების პირველ დღეს ცნობილი გახდა ფინალური წყვილების ვინაობა ათივე წონით კატეგორიაში, ჩემპიონ-პრიზიორები კი დღეს გამოვლინდებიან.
45 კგ - დ. ზალკალიანი (საქართველო) - ვ. მურადიანი (სომხეთი)
48 კგ - დ. ოქროპირიძე (საქართველო) - ლ. გუგეშაშვილი (საქართველო)
51 კგ - ს. მუსტაფაზადე (აზერბაიჯანი) - კ. ჯეიბატოვი (აზერბაიჯანი)
55 კგ - დ. ქობულაძე (საქართველო) - ჰ. აბრამიანი (სომხეთი)
60 კგ - ფ. კარიმლი (აზერბაიჯანი) - ა. პოღოსიანი (საქართველო)
65 კგ - ს. ადეიშვილი (საქართველო) - ფ. ქვლივიძე (საქართველო)
71 კგ - ჰ. პაპიკიანი (სომხეთი) - დ. კუჭუაშვილი (საქართველო)
80 კგ - ა. კოიკიარისი (საბერძნეთი) - ა. საკალოვი (რუსეთი)
92 კგ - ლ. ბაზაძე (საქართველო) - ა. მარგიშვილი (საქართველო)
110 კგ - ნ. ბარაბაძე (საქართველო) - ლ. რურუა (საქართველო)
პირველი დღის შედეგები http://wrestling.ge/Documents/201903022322299161.pdf