“რეალმა“ ორი დღის წინათ, სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, „ბარსელონასთან“ შინ 0:3 წააგო და ცხადია, ამჯერად გაორმაგებული მოტივაციით უნდა გასულიყო „სანტიაგო ბერნაბეუს“ მინდორზე.
„რეალი“ მართლაც მოსაგებად განწყობილიყო. ცდილობდა, უტევდა, მაგრამ თითქოს მთელი ენერგია წინა თამაშს შეალიესო. რაღაც მეფურად ვერ გამოიყურებოდნენ.
არანაკლები, შესაძლოა, მეტი მოტივაცია კატალონიელებს ჰქონდათ. წინა მატჩის შემდეგ „კლასიკოების“ ანგარიში გათანაბრდა: 95:95. „ბარსელონას“ ეძლეოდა საშუალება, 87 წლის შემდეგ, პირველად გადაესწრო მოსისხლე მტრისთვის უშუალო შეხვედრებში. და ეს მოხდა, ივან რაკიტიჩის გოლით „ბარსამ“ ისევ გაიმარჯვა და - 96:95...
საინტერსოა, რომ 2003 წლამდე, „ბლაუგრანას“ „ბერნაბეუზე“ 74 „კლასიკოდან“ მხოლოდ 13-ჯერ მოეგო, 2004-დან დღემდე კი ამდენივე გამარჯვება მოუგროვდათ, ოღონდ 25 მატჩში. აქედან 11 გასულ ათწეულში მოხდა. მათ შორის, 6:2 - 2009-ში, 4:0 - 2015-ში და 3:0 გასულ სეზონში...
ამ წაგების შემდეგ, „რეალი,“ ფაქტობივად, გამოეთიშა საჩემპიონო ბრძოლას. ლიდერთან 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება.
და კიდევ, ერთ კვირაში ორი საშინაო მარცხი „ელ კლასიკოში“ „სამეფო კლუბისთვის“ ადვილი გადასატანი ვერ იქნება.
ისევ წააგო „სევილიამაც,“ ამჯერად აუტსაიდერ „უესკასთან.“ (1:2). რაც მთავარია, არაგონელებმა დამსახურებულად მოიგეს. საერთოდ, ფრანსისკო როდრიგესის მისვლის შემდეგ, „უესკა“ აშკარად შეიცვალა უკეთსეობისკენ. ამჯერად კი გამარჯვებისა მასპინძლებმა მე-8 (!) წამატებულ წუთზე გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს. გოლი ლუის ავილას ანგარიშზეა.
„უესკა“ ისევ ბოლო, მე-20 ადგილზეა, მაგრამ მე-17 საფეხურზე მყოფ „სელტას“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. ამიტომ, დაკარგული ჯერ არაფერია.
აი, „სევილიას“ ამბები კი ძალიან ცუდადაა. ანდალუზიელებმა პრიმერას ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხე, ზედიზედ კი მესამე მატჩი წააგეს... მე-6 ადგილამდე დაქვეითდნენ და ვინძლო, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაც სათუო გაუხდეთ.
ესპანეთი
პრიმერა. 26-ე ტური. 2 მარტი
რეალი - ბარსელონა 0:1
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 78 921
0:1 რაკიტიჩი (26)
რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, რეგილონი, კაზემირო (ისკო 76), კროოსი (ვალვერდე 55), მოდრიჩი, ბეილი (ასენსიო 61), ბენზემა, ვინისიუსი
მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (სემედუ 90+2), რაკიტიჩი, არტური (ვიდალი 71), დემბელე (კოუტინიო 78), მესი, სუარესი
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
მსაჯი: ალბერტო მალიენკო
გაფრთხილება: რამოსი (61), ასენსიო (82), კარვახალი (89); ბუსკეტსი (2), ლანგლე (63)
უესკა - სევილია 2:1
უესკა. „ელ ალკორასი.“ 6 818
1:0 ანორი (7), 1:1 ბენ-იედერი (79, პენ), 2:1 ავილა (90+8)
უესკა: სანტამარია, გელანი, პულიდო, დეგესი, ეხეიტა, მირამონი (ავილა 38), ფერეირო, ერერა (მუსტო 84), გომესი, ანორი (გალიარი 69), კალიეხო
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
სევილია: ვაცლიკი, გომესი, კაიერი (ვებერი 62), მერკადო, პრომესი (ელ-ჰადადი 61), როგი (ფრანკო ვასკესი 74), ბანეგა, ნავასი, სარაბია, ბენ-იედერი, ანდრე სილვა
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა
გაფრთხილება: ეხეიტა (61), გალანი (66), ერერა (77), პულიდო (78), ავილა (90+9); როგი (40), პრომესი (45), კაიერი (55), მერკადო (90+10)
ესპანიოლი - ვალიადოლიდი 3:1
1:0 იგლესიასი (1), 1:1 ალკარასი (17), 2:1 ერმოსო (56), 3:1 ლეი (65)
ვილიარეალი - ალავესი 1:2
0:1 მარიპანი (54), 1:1 კასორლა (61, პენ), 1:2 ინუი (77)
1 მარტი
რაიო ვალეკანო - ჟირონა 0:2
0:1, 0:2 სტუანი (30, 85)
გაძევება: ბა (60, რაიო ვალეკანო)