კალათბურთი

23:00 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტომპსონის 25 მოხსნა და “ქუთაისის” 15-ქულიანი გამარჯვება “დინამოსთან”

სანაკრებო პაუზის შემდეგ სუპერლიგის გათამაშება განახლდა. მორიგი, მე-11 ტური დღეს ქუთაისში დაიწყო, სადაც ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერები – “ქუთაისი” და “დინამო” შეხვდნენ. დღევანდელ შერკინებამდე ორივე გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდა და გამარჯვებულს სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერობა ერგებოდა.

დინამოელები ქუთაისში სუპერლიგაში მოპოვებული ზედიზედ 8 მოგებით ჩავიდნენ და წარმატებული სერიის გაგრძელებას გეგმავდნენ, რაც არ გამოივიდათ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი “დინამო” 15 ქულის სხვაობით – 81:66 დაამარცხეს.

არადა, თამაში თანაბრად დაიწყო. პირველ პერიოდში მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ათწუთეული დინამოელებმა 24:23 მოიგეს, ხოლო მეორე მეოთხედიდან ქუთაისელებმა მატჩზე კონტროლი დაწესეს. მასპინძლებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნეს და დიდ შესვენებამდე ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. “ქუთაისმა” ათწუთეული 27:12 მოიგო და გასახდელში ხელჩასაჭიდი ლიდერობით გავიდა – 50:36.

ამის შემდეგ თამაში თანაბრად გაგრძელდა. ანუ მასპინძლები ლიდერობას ინარჩუნებდნენ, “დინამო” კი ამაოდ ცდილობდა ვითარების შეცვლას. შეხვედრაც ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. ანგარიშში სხვაობა 10 ქულას არ ჩამოსცილებია და საბოლოოდ “ქუთაისის” დამაჯერებელი გამარჯვება დაფიქსირდა – 81:66.

“ქუთაიში” 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯონათან ლი, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო ტერენს ტომპსონი, რომელმაც 25 მოხსნით ამ კომპონენტში მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა. ამასთან, ტომპსონს 14 ქულაც ჰქონდა. 16 ქულა დეჟუან რაიტმა მოაგროვა, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. დინამოელთაგან 29 ქულითა და 12 მოხსნით დემაგოი ბუბალო გამოირჩა. 9 ქულა ჰქონდა მერაბ ბოქოლიშვილს.

სუპერლიგის მე-11 ტურის მორიგი 3 მატჩი 2 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო ტური 3 მარტს, ქვემო ქართლში, “რუსთავისა” და “დელტას” დაპირისპირებით დასრულდება.

ქუთაისი – დინამო
სტატისტიკა: 81:66

www.gbf.ge

0.114149