ბულგარეთში მიმდინარე "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" სარეიტინგო ტურნირზე ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.) ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრან ელ ქუარაქს დაეჭიდება.
გორელმა ფალავანმა ალჟილერ ჰერბაჩეს - 13:2, ხოლო უკრაინის წარმომადგენელ არმენ არაკელიანს 13:10 მოუგო.
გიორგი ღონიაშვილმა (57 კგ.) ბელარუს რიჩინოვთან წააგო, ხოლო გიორგი რევაზიშვილმა (65 კგ.) უკრაინელ გორ ოგანესიანთან გამარჯვების (6:4) შემდეგ, უზბეკ რახმონოვთან დათმო შეხვედრა.