იტალიის ქალაქ ფოჯაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა შორის, ხვალ და ზეგ იუნიორ მოფარიკავეთა გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ქართველი მოფარიკავეები ხმლით ფარიკაობაში გამოვლენ.
ხვალ გოგონები იასპარეზებენ, საქართველოს ნაკრების (ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, მარიამ ცუხიშვილი, თამარ ჩარკვიანი) პირველი მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება. შეხვედრა საქართველოს დროით 15:00 დაიწყება.
ბიჭების ნაკრები (ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი) ზეგ გამოვა, საწყის ეტაპზე ჩვენი გუნდი საქართველოს დროით 14:00 სათიდან საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური