27-28 თებერვალს უკრაინის სამთო კურორტ ბუკოველში საერთაშორისო ეგიდით სნოუბორდის დისციპლინაში პარალელური სლალომი და გიგანტური სლალომი გაიმართა, სადაც საქართველოს სნოუბორდის ნაკრების წევრი რევაზ ნაზღაიძე ასპარეზობდა.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ნაზღაიძემ გიგანტურ სლალომში მესამე და სლალომში მეოთხე ადგილები დაიკავა. ორივე დღეს შეჯიბრება უკრაინელმა მიხაილო ხარუკმა მოიგო.