სხვა

16:23 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ის წყალბურთელთა აუზი ყინულის მოედნად გადაკეთდება

2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მასპინძელი არენის გარდაქმნაზე ფიქრს ტოკიოში აქედანვე შეუდგნენ. ირკვევა, რომ წყალბურთელთა ოლიმპიური ტურნირისთვის გათვალისწინებული ტატცუმის საერთაშორისო საცურაო ცენტრი ტოკიოს თამაშების შემდეგ ყინულის მოედნად გადაკეთდება.

1993 წელს აგებულ ტატცუმის საერთაშორისო ცენტრს არასაკმარისი რაოდენობის დასაჯდომი ადგილები აქვს. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ტოკიოს თამაშებისთვის ძველი არენის სიახლოვეს აგებულიყო მოცურავეთა ახალი კომპლექსი - „ოლიმპიური საწყლოსნო ცენტრი".

ტოკიოს ქალაქის მთავრობაში ტაცუმის ცენტრის ოლიმპიური თამაშების შემდგომი გამოყენების შესაძლო ვარიანტებზე იმსჯელეს. სავარაუდოდ, ის ყინულის მოედნად გადაკეთდება, სადაც მოქალაქეები თავისუფალ დროს გაატარებენ და სადაც შესაძლებელი იქნება ჰოკეისა და კერლინგის თამაში.

იაპონიის დედაქალაქში დღეს არ აქვთ ისეთი ყინულის დარბაზი, რომელიც ტოკიოს მოქალაქეთათვის მთელი წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

www.geonoc.org.ge

0.069897