კალათბურთი

11:18 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ორლანდომ“ „გოლდენ სტეიტს“ მოუგო, ჰარდენმა 58 ქულა ჩააგდო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„ორლანდომ“ მოულოდნელად შინ „გოლდენ სტეიტი“ 103:96 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „ორლანდომ“ 33:15 მოიგო. „გოლდენ სტეიტს“ ტრავმების გამო კევინ დურნატი და ანდრე იგუადალა არ ჰყავდათ. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კარის ანგარიშზეა. „ორლანდოში 22 ქულით და 15 მოხსნით არონ გორდონი გამოირჩა. „ოქროს შტატელები“ 43 მოგებით და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.

„ჰიუსტონ როკეტსმა“ საკუთარ დარბაზში „მაიამი ჰიტთან“ სასწაული შეხვედრა მოიგო. მესამე პერიოდში მაიამელები 82:61-ს იგებდნენ, განსხვავება 21 ქულა იყო. „ჰიუსტონმა“ მოახერხა და 21-ქულიანი სხვაობა აღმოფხვრა და საბოლოოდ 121:118 იმარჯვა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც გუნდს 58 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა შესძინა. ჰარდენმა მიმდინარე სეზონში მეექვსედ და კარიერაში მეთოთხმეტედ შეხვედრაში 50 და მეტი ქულა ჩააგდო. „მაიამიში“ 21 ქულით გორან დრაგიჩი გამოირჩა.

„ინდიანა“ – „მინესოტა“ 122:115 (26:35, 38:25, 28:30, 30:25)

https://www.youtube.com/watch?v=EqsRigxHpCI

„ორლანდო“ – „გოლდენ სტეიტი“ 103:96 (28:22, 31:29, 11:30, 33:15)

https://www.youtube.com/watch?v=Oi7vRx-0nCY

„ნიუ იორკი“ – „კლივლენდი“ 118:125 (31:27, 28:30, 38:28, 21:40)

https://www.youtube.com/watch?v=0qtQaH6a5fA

„ჰიუსტონი“ – „მაიამი“ 121:118 (33:32, 22:37, 31:29, 35:20)

https://www.youtube.com/watch?v=9XLpS6w4yBI

„ოკლაჰომა“ – „ფილადელფია“ 104:108 (26:37, 23:23, 30:26, 25:22)

https://www.youtube.com/watch?v=QOo1Tskdhvw

„დენვერი“ – „იუტა“ 104:111 (22:19, 15:33, 33:29, 34:30)

https://www.youtube.com/watch?v=ppMpxknPu0k

0.235447