ფეხბურთი

10:23 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონში სონი და პოჩეტინო გამოარჩიეს

ხუთშაბათს, „ლონდონის წლის დაჯილდოებაზე,“ „ტოტენჰემის“ საღამო იყო. საუკეთესო ლონდონელ ფეხბურთელად სამხრეთკორეელი სონი დაასახალეს, საუკეთესო მწვრთნელად კი - მაურისიო პოჩეტინო.

ნომინანტთა შორის ასევე იყვნენ სონის თანაგუნდელი, ჰარი კეინი, „არსენალის“ გაბონელი შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და „ჩელსის“ ბელგიელი ნახევარმცველი, ედენ აზარი.

სონმა, კალენდარულ წელიწადში, 34 მატჩში 16 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ის ასევე დიდად დაეხმარა თავისი ქვეყნის ნაკრებს აზიის თასის მოპოვებაში.

„ჩემთვის ეს პრიზი ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ის უამრავ გამოჩენილ ფეხბურთელს არ მიუღია. მოხარული ვარ, ასეთი დაფასებისთვის.“ - თქვა შემდეგ სონმა.

პრიზი მას ასევე „ტოტენჰემის“ ფრანგმა ლეგენდამ, დავიდ ჟინოლამ გადასცა.

მაურისიო პოჩეტინოს კი ჯილდო, თანამემამულემ, ასევე „დეზების“ ყოფილმა ვარსკვლავმა, გენიალურმა არგენტინელმა, ოზი არდილესმა მიართვა.

0.142984