ფეხბურთი

9:04 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ ესპანეთის თასის ფინალში გავიდა

წუხელ, „ვალენსიამ,“ ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, შინ „ბეტისი“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, 7 თებერვალს, 2:2 დამთავრდა.

ერთადერთი გოლის ავტორი „ღამურების“ შემტევი, როდრიგო მორენო გახდა. სტუმართა კარი მან 56-ე წუთზე დალაშქრა.

ნამატჩევს, ძალიან ბედნიერი და ემოციური ჩანდა მასპინძელთა დამრიგებელი, მარსელინო გარსია ტორალი: „ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი საღამოა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ეს ზუსტად ის იყო, რაც გულით მინდოდა. მეხუთე ნახევარფინალი გახლდათ გუნდთან ერთად და საბედნიეროდ, ფინალში გავედით.

მინდა ყველა ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო, რადგან გვქონდა რთული პერიოდები წლევანდელ სეზონში, მაგრამ მწვრთნელების ნდობა არ დაუკარგავთ.

მადლობა კლუბის გენერალურ დირექტორს და ჩემს ოჯახს. განსაკუთრებით მამაჩემს, რომელიც ახლა აქ არ არის. ის ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებოდა მსოფლიოში.“ - განუცხადა მარსელინომ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

ფინალში, 25 მაისს, „ვალენსია“ კატალონიურ „ბარსელონას“ შეხვდება,

0.111186