კატალონიის „ბარსელონასთვის“ ბოლო ათწლეული „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უბრალოდ შეუდარებელია. „ბლაუგრანამ“ ტვიტერის გვერდზე 2009 წლიდან დღემდე მადრიდში მოგებული „ელ კლასიკოების“ რაოდენობა გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა:
„უნიკალური თაობა. ათწლეულში შეცვლილი ისტორია“, - წერს კატალონური გრანდი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2008-2009 წლების სეზონიდან მოყოლებული „ბარსა“ „რეალის“ დამარცხებას მადრიდში ყოველ წელს მინიმუმ ერთხელ ახერხებს. გამონაკლისი მხოლოდ 2012-2013 და 2014-2015 წლების სეზონებია, როდესაც „ბლაუგრანამ“ „ბლანკოსი“ მისსავე მოედანზე ვერ დაამარცხა. პირველ ჯერზე „სამეფო კლუბა“ 2:1 იმარჯვა, ხოლო 2014 წლის 25 ოქტომბერს, მადრიდელებმა 3:1 მოიგეს.
10 წელი და 10 გამარჯვება მადრიდში - ჩამონათვალი ასეთია:
2008-2009: „რეალი“ – „ბარსელონა“ 2:6
2009-2010: „რეალი“ – „ბარსელონა“ 0:2
2010-2011: „რეალი“ – „ბარსელონა“ 0:2 (ჩემპიონთა ლიგა)
2011-2012: „რეალი“ – „ბარსელონა“ 1:3
2011-2012: „რეალი“ – „ბარსელონა“ 1:2 (სამეფო თასი)
2013-2014: „რეალი“ – „ბარსელონა“ 3:4
2015-2016: „რეალი“ – „ბარსელონა“ 0:4
2016-2017: „რეალი“ – „ბარსელონა“ 2:3
2017-2018: „რეალი“ – „ბარსელონა“ 0:3
2018-2019: „რეალი“ – „ბარსელონა“ 0:3 (სამეფო თასი)
აქვე გეტყვით, რომ ხსენებულ ათწლეულში „რეალმა“ „ბარსა“ საკუთარ მოედანზე (ყველა ტურნირის ჩათვლით) 4-ჯერ დაამარცხა, 2-ჯერ ფრეს დასჯერდა, ხოლო 10 თამაში წააგო.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „ბარსელონა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შაბათს, 2 მარტს, კიდევ ერთხელ შეხვდებიან.