იტალიის ქალაქ ფოჯაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის. დღეს ხმლით მოფარიკავე ბიჭები ასპარეზობენ, ოთხივე ქართველი მოფარიკავე საუკეთესო 32 მოფარიკავეს შორისაა.
T64-ში, ნიკოლოზ ჭეიშვილმა გერმანელი შტეფან ფრიდჰაიმი 15:14 დაამარცხა, ნიკა შენგელიამ კიდევ ერთ გერმანელ ბას ვენემარს 15:11 სძლია, გოგა კაკაურიძე კი ბელორუს ანტონ ტარასევიჩს 15:12 მოუგო. ვაჟა რეჭია ამ ეტაპიდან თავისუფალი იყო.
T32-ში, 17:35-ზე ნიკოლოზ ჭეიშვილი - იტალიელ მატეო ნერის, ვაჟა რეჭია კი იტალიელ ჯაკომო მინუცის შეხვდება, 18:05-ზე გოგა კაკაურიძე - ბულგარელ გალინ გენოვს, ხოლო ნიკა შენგელია პოლონელ პიოტრ შზეპანიკს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ფოჯაში სხვადასხვა ქვეყნის 50 მსაჯს შორის FIE-ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილიც გახლავთ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური