იტალიის ქალაქ ფოჯაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის.
დღეს ხმლით მოფარიკავე ბიჭები ასპარეზობენ. დასრულდა ჯგუფური ეტაპი, რომელიც ოთხივე ქართველმა მოფარიკავემ ვაჟა რეჭიამ, ნიკა შენგელიამ, გოგა კაკაურიძემ და ნიკოლოზ ჭეიშვილმა წარმატებით გადალახეს.
T64-ში, საქართველოს დროით 16:30-ზე ნიკოლოზ ჭეიშვილი გერმანელ შტეფან ფრიდჰაიმს, 16:45-ზე ნიკა შენგელია - კიდევ ერთ გერმანელ ბას ვენემარს, გოგა კაკაურიძე - ბელორუს ანტონ ტარასევიჩს შეხვდება.
ვაჟა რეჭია ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, ამ ეტაპიდან თავისუფალია და პირდაპირ 32 საუკეთესოს შორის მოხვდა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური