სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

13:55 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძისა და ბერიშვილის “ალ შამალმა” ნახევარფინალური სერია მოგებით გახსნა

საქართველოს ეროვნული გუნდის კალათბურთელები გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი სანაკრებო მატჩების მოლევის შემდეგ, ყატარულ “ალ შამალს” დაუბრუნდნენ და საპლეიოფო სერიაში ჩაებნენ.

ქართველ ლეგიონერთა გუნდმა “ყატართან” ნახევარფინალის პირველი შეხვედრა შინ ჩაატარა და 85:76 მოიგო. ჩვენებურები სასტარტო ხუთეულში იყვნენ და წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანეს.
ცინცაძემ მოედანზე 36 წუთი გაატარა და 20 ქულა, 6 მოხსნა (1 შეტევაში), 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბერიშვილი საქმეში 38 წუთი იყო და მასპინძლებს 11 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი შესძინა. მიშამ 3-დან 1 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“ალ შამალი” ნახევარფინალის მე-2 მატჩს, სტუმრად, 2 მარტს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11405