გასულ კვირას ერთობ ფინთი ამბავი შეემთხვა მილანის “ინტერში“ ბურთის მაგორებელ არგენტინელ თავდამსხმელს, მაურო იკარდის. იკარდისა და მის მეუღლეს დღისთ-მზისით, შუაგულ მილანში მათ ავტომობილს მავანი უცნობი ჯეელები დაესხნენ თავს და ქვების კორიანტელი დააყარეს. ინციდენტის შედეგად ფეხბურთელის ავტომობილი საკმაოდ დაზიანდა.
როგორც იცით, იკარდის მეუღლე, ყოფილი მოდელი ვანდა ნარა ფეხბურთელის აგენტიცაა და სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, სწორედ ვანდას დაჟინებული მოთხოვნით, არგენტინელმა თავდამსხმელა აღარ გააგრძელა კონტრაქტი მილანურ კლუბთან. არის ეჭვები, რომ თავდამსხმელები “ინტერის“ გამწარებული ტიფოზები იყვნენ.
ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ ვანდა ნარა სანამ მაურო იკარდის გაყვებოდა ცოლად, არგენტინის ნაკრებში მისი თანაგუნდელის, მაქსი ლოპესის ცოლი იყო და “ალბისელესტეს“ მობურთალებს იკარდი სწორედ თანაგუნდელის ცოლთან საქმის დაჭერის გამო არ უყვართ. ვანდა ნარასადმი ცუდი დამოკიდებულება არ არის გამორიცხული, რომ მილანელ ქომაგებსაც გადმოედოთ და მოგეხსენებათ - სადაც სიძულვილია, ქვის სროლაც იქ იწყება...