ოთხშაბათ საღამოს, „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ 3:0 მოუგო და ჯამში, სასეზონო გოლების რაოდენობა 100-მდე გაზარდა.
საინტერესოა, რომ „ლევანტესთან“ ერთად, „ბარსამ“ წლეულს ყველსაზე მეტი გოლი (9 სამ მატჩში) სწორედ მოსისხლე მტერ „რეალს“ გაუტანა.
ამ ასიდან, ყველაზე მეტი ლიონელ მესის ანგარიშზეა - 33. „ბარსელონა“ კი ამ სეზონში მესამე კლუბია ევროპაში, „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შემდეგ, რომელმაც 100 გოლიან ზღვარს უწია. ამსათვის კატალონიელებს 41 მატჩის გამართვა დასჭირდათ.
60 ბურთი „ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ გაიტანა, 38 სტუმრად და ორიც ნეიტრალურ მინდორზე - გვამცნობს კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.