ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ფრანგულ მაკონში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილ გერმანელ ანტონია ლოტნერს გაეჯიბრა და 3:6, 2:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძემა და უზბეკმა ალბინა ხაბიბულინამ “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ მანონ ლეონარდსა და ბულგარელ იულია ტერზიისკას 6:1, 6:1 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-2 რეიტინგის მქონე ბრიტანულ-ფრანგულ დუეტს (ბროადი-რეი) ეთამაშებიან.