ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული გრანდ სლემის კვალად განახლებული კლასიფიკაცია გამოაქვეყნა, სადაც კვლავაც ქართველი ქომაგისთვის სასიამოვნო სურათი გვაქვს.
საერთო რეიტინგის თერთმეტი მოწინავე ძიუდოისტიდან 5 ქართველია, ამასთან, პირველ-მეორე პოზიციებზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (00 კგ.) იმყოფებიან, მესამეზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილია (90 კგ.), მეოთხეზე კი რუსეთის მოქალაქობის მქონე რობერტ მშვიდობაძე (60 კგ.).
შესაბამისად, მე-9, მე-10 და მე-11 ადგილებს ინაწილებენ ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.).