ფიფას ოფიციალურ საიტთან არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ რონალდუსა და ნეიმარის შესახებ ისაუბრა.
“მერამდენედ მიხდება გამეორება - რონალდუს კონკურენტად არ აღვიქვამ. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია პირადი ჯილდო. მთავარია, კლუბმა წარმატებას მიაღწიოს და გამარჯვებებში ჩემი გოლებით შევიტანო წვლილი”, - აღნიშნა მესიმ.
“ნეიმარს დიდი პოტენციალი აქვს. მისი სადებიუტო სეზონი ცუდი არ ყოფილა. ვფიქრობ, ის მოუმატებს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”, – დასძინა არგენტინელმა.
დიმა შარიქაძე