ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირების წინ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2020 წლის თამაშებზე გამოსვლის საშუალება მხოლოდ „სუფთა" ძალოსნებს მიეცეთ.
IWF-ის გენერალური დირექტორი ატილა ადამფი აღნიშნავს, რომ ბოლო ხანებში საერთაშორისო ასპარეზობებიდან მოიკვეთა 22 ძალოსანი, მათ შორის 2 ოლიმპიური და 3 მსოფლიოს ჩემპიონი.
ადამფის განმარტებით, დოპინგ-სინჯების განმეორებითი ანალიზი ეფექტური იარაღი გახდა დამრღვევთა გამოსავლენად.
„ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ დოპინგი 10 წლის წინ აღებულ სინჯებშიც. ადრემსგავსი რამ შეუძლებელი იყო", - ამბობს IWF-ის გენერალური დირექტორი.
პეკინისა და ლონდონის თამაშებზე აღებული დოპინგ-სინჯების ხელმეორედ გადამოწმების საკითხში IWF-ს სრულ მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC). ასევე დადებითად აფასებს ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებულ ანტისადოპინგო სამუშაოებს.
2019 წლიდან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ IOC-ის ინიციატივით შექმნილ ტესტირების დამოუკიდებელ სააგენტოსთან (ITA) თანამშრომლობა დაიწყო.
უხალოესი 2 თვის განმავლობაში IWF-ის ეგიდით რამდენიმე საკვალიფიკაციო შეჯიბრება ჩატარდება. მათ შორის, ბათუმი 6-13 აპრილს უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს.
www.geonoc.org.ge