საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ „გენტში“ დუბლი შეასრულა. თუმცა, 21-წლამდე გუნდში. „გენტის“ ახალგაზრდული გუნდი „ლოკერენის“ შესაბამის ასაკობრივ გუნდს გაეჯიბრა და 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი ჩვენებურმა გაიტანა. პირველ ტაიმში თანაგუნდელთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია, ხოლო მეორე ნახევარში ეფექტური გოლი მიითვალა - საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარეს ბურთი თავზე მოხდენილად გადაუგდო.
ეს მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს იეს თორუპისთვის, რომელიც გიორგის ტავმის მოშუშების შემდეგ დიდად არ სწყალობს.
ცნობისთვის, ქვილითაიას ბელგიის იუპილერ ლიგის 4 შეხვედრაში სამი გოლი აქვს გატანილი (ოთხივე თამაში ცვლილებიდან, ჯამში 52 წუთი).