ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჩინებულად იასპარეზა საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა. ქართველმა სამბისტებმა შეჯიბრი 10 მედლით დაასრულეს: 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.
3 ოქრო - ლორიაშვილი დავითი (+100 კგ.), ოძელაშვილი ნინო (80 კგ.), ბერძენიშვილი ბექა (+100 კგ.).
3 ვერცხლი - ბერულავა ბექა (82 კგ.), კუპატაძე ირაკლი (57 კგ.), ნახუცრიშვილი ლევანი (74 კგ.).
4 ბრინჯაო - ლილუაშვილი მინდია (68 კგ.), ვახტანგ ჩიდრაშვილი (62 კგ.), ქებაძე ელენე (+80 კგ.), ღვინიაშვილი პაატა (90 კგ.).