თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ბიჭებსა და გოგონებს შორის.
8 წლამდე ბიჭებში ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლემ გიორგი ფიფიამ (მწვრთნელი გოჩა თორია).
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა მეორე ადგილზე გასულმა გიორგი კუხიანიძემ (მწვრთნელი დავით გურგენიძე), ხოლე მესამე ადგილზე 5,5 ქულით აჩი ზვიადაძე განთავსდა (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).
გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი მანანა კაცაძემ (გიორგი ხომერიკი) აჩვენა, მეორე ადგილზე იოანა ჯოჯუა დაფიქსირდა (მწვრთნელი ნინო ოთიაშვილი), ხოლო მესამეზე მართა სამადაშვილი (მზია წერეთელი) გავიდა.