ჭადრაკი

14:10 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილის პირველობით დასრულდა

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლის, ფიდეს ოსტატ ნიკოლოზ პეტრიაშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა რიგით მეოთხე ტურნირი Tbilisi Sunday ელვისებურ ჭადრაკში.

გამარჯვებულმა 11-დან 9,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე, ამასთანავე პეტრიაშვილმა საკუთარ რეიტინგს 75(!) ქულაც შემატა.

მეორე ადგილზე 9 ქულით საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი 8.5 ქულით გიორგი კორძაიამ დაისაკუთრა.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ თევზაძე აჩვენა, ხოლო 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში - ზურაბ კორძაძემ.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 650 ლარს შეადგენდა.

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

0.121815