მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ანტუან გრიზმანმა, „აიაქსის“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს, მისთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე უწოდა.
„ყველაზე უხერხული მეტოქე ჩემს კარიერაში? ფრენკი დე იონგს დავასახელებდი. მასზე ზეწოლას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. საოცარი მოთამაშეა.“ - უთხრა გრიზმანმა Oh My Goal-ს.
გრიზმანი და დე იონგი ერთმანეთს ერთა ლიგის მატჩებში შეხვდნენ, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებების შემადგენლობებში.
შეგახსენებთ, რომ დე იონგი ზაფხულში „ბარსელონას“ შეუერთდება. კატალონიურმა კლუბმა „აიაქსს“ მასში 70 მილიონი ევრო გადაუხადა. თუმცა, მოლაპარაკების თანახმად, დე იონგი სეზონს ამსტერდამში ჩაამთავრებს.