„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ, მზადაა საქმიანობას დაუბრუნდეს, ოღონდ ისეთ კლუბში, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
„არ მინდა უამბიციო კლუბში მუშაობა. ახლახან მსუყე წინადადებაზე ვთქვი უარი, რადგან მინდა ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთის მონაწილე ვიყო. ძალიან მაღალი ამბიცია მაქვს. ეს ჩემი მეორე მოთხოვნაა.
პირველი კი ის არის, რომ მინდა ისეთ ადამიანებთან ვიმუშაო, ვინც მიყვარს. ვისთანაც სასიამოვნოა ურთიერთობა და იდეების გაცვლა. არსებობს თუ არა ასეთი კლუბი? რა თქმა უნდა. ასე იყო, მაგალითად, „ინტერში.“ - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს The Telegraph.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა „მანჩესტერი“ შარშანდელი დეკემბრის შუაში დატოვა. მანამდე მას „პორტუში,“ „ჩელსიში,“ „ინტერსა“ და „რეალში“ უმუშვია.