23-24 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სპორტ-კომპლექსში , ტაეკვონდოში, თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, თბილისის ტაეკვონდოს კლუბებში შემავალი სპორტსმენებმა, ათლეტებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან, აგრეთვე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები უცხოეთიდან (ირანი, აზერბაიჯანი, უკრაინა).
ტურნირი ჩატარდა სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წესდების მიხედვით.
შეჯიბრს დაესწრო ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, მეექვსე დანის მფლობელი კორეელი სპეციალისტი - დუხვი ლი, რომელიც 3 წელი იმუშავებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, ასევე მოამზადებს მწვრთნელებს და მსაჯებს.
TAEKWONDO.GE