დღეს იტალიის ქალაქ ფოჯაში, სადაც გრძელდება ევროპის ჩემპიონატი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა იუნიორთა ნაკრები გაემგზავრა.
ქართველი მოფარიკავეები იუნიორთა შეჯიბრში 27 თებერვლიდან ჩაებმებიან.
ოთხშაბათს ბილიკზე გოგონები ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, მარიამ ცუხიშვილი და თამარ ჩარკვიანი, ხუთშაბათს კი ბიჭები - ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია, გოგა კაკაურიძე და ნიკოლოზ ჭეიშვილი გავლენ.
2 და 3 მარტს, ქართველი მოფარიკავეები გუნდურ შეჯიბრში იასპარეზებენ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური